დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა, დღეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყდა-ასეთია დაცვის მხარის პოზიცია. ადვოკატებისგან განსხვავებით, პროცესის შეწყვეტის განსხვავებული ვერსია აქვს გამოძიებას. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ბრალდებულმა თავი კრიტიკულ შეკითხვებს აარიდა. დეკანოზმა, მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვა დღეს, კიდევ ერთხელ მოითხოვა.