თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში ჩავიდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცლებს.
არსებული ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტს აეროპორტში კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრ რუპელი, ასევე სოჭის მერი და საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლები დახვდნენ.
ერდოღანი დღეს სოჭში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა „მარცვლეულის შეთანხმებაში“ რუსეთის დაბრუნების საკითხი იქნება.