საქართველოს 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ავტომობილები გამონაბოლქვზე შემოწმდებიან. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს 4 სექტემბრიდან განახორციელებენ. გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის კი საჯარიმო სანქციები წესდება. როგორ განისაზღვრება ჯარიმების ოდენობა და როგორ ხვდებიან სიახლეს მძღოლები, თემო სალუქვაძე მოგიყვებათ.