4 ქალაქში მანქანები გამონაბოლქვზე შემოწმდებიან

01 სექტემბერი 2023, 18:18 678 ნახვა

საქართველოს 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ავტომობილები გამონაბოლქვზე შემოწმდებიან. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს 4 სექტემბრიდან განახორციელებენ. გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის კი საჯარიმო სანქციები წესდება. როგორ განისაზღვრება ჯარიმების ოდენობა და როგორ ხვდებიან სიახლეს მძღოლები? - გიყვებით მთავარში 20 საათზე.  

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი