საზღვაო გადაზიდვების სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა - კონკურენციის ეროვნული სააგენტო

30 აგვისტო 2023, 11:47 582 ნახვა

საზღვაო გადაზიდვების სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სააგენტომ მოკვლევა – MGL GEORGIA-ს საჩივრის საფუძველზე, „ჯნს ჯორჯიას“ წინააღმდეგ, 2022 წელს დაიწყო. კერძოდ, მომჩივანი კომპანიის აზრით, შპს „ჯნს ჯორჯია“ როგორც  ჩინეთში დაფუძნებული საზღვაო ხაზის Cosco Shipping Lines-ის ოფიციალური წარმომადგენელი – დომინანტურ მდგომარეობას იყენებდა ბოროტად, რითაც საზღვაო ხაზით სარგებლობის შესაძლებლობას ზღუდავდა. დავის საკითხი ასევე შეეხებოდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტს, რაც რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებაში გამოიხატებოდა. მოკვლევის შედეგების მიხედვით, არცერთი მუხლით არ დადასტურდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ამ დროისთვის, მოკვლევის ოთხ საქმეს სწავლობს – ფარმაციის, სწრაფი კვების, თამბაქოს და ბილეთების ელექტრონული რეალიზაციის ბაზრების მიმართულებით. 2023 წელს უწყებამ სამი მოკვლევა დაასრულა, სადაც ორ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დადგინდა, ხოლო ერთ შემთხვევაში დადასტურდა შეთანხმებული ქმედება. ამავე პერიოდში, სააგენტომ ექვს საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში