„ქალთა სახეები „ - ნინა ვადაჭკორიას გამოფენა

28 აგვისტო 2023, 18:05 944 ნახვა

,,ქალთა სახეები“ -  ასე ჰქვია ნინა ვადაჭკორიას   ფერწერული ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას, რომელიც აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში დღეს გაიხსნა.ექსპოზიციაზე 25 ფერწერული ნამუშევარია წარმოდგენილი, აქ დომინირებს ქალთა სახეები,სადაც წარმოჩენილია  ქალის სახე სხვადასხვა ემოციური გამომეტყველებით, ჩანს მათი მნიშვნელობა, ქალის მისია, განცდები და ქალი,როგორც დედა სხვადასხვა სიტუაციებში.,,სხვა არჩევანი“ ეს ერთ-ერთი განსაკუთრებული ნამუშევარია სხვა და ნამუშევრებისგან განსხვავებით,რომლის ფერწერაც გამოსახავს,რომ ყოველთვის არის და არსებობს გამოსავალი ნებისმიერ რთულ სიტუაციაშიც კი.  ნინა ვადაჭკორიას ნამუშევრებში გადმოცემულია, როგორც ევროპული ასევე აზიური მოტივები.მხატვარი ახლო მომავალში გამოფენას ესპანეთსა და მადრიდშიც გეგმავს, ხელოვნების მუზეუმის გალერიის ვიზიტორებს კი  გამოფენის ხილვა ორი სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში