მედვედევის განცხადებები - შეფასებები

27 აგვისტო 2023, 18:00 596 ნახვა

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მიერ გაკეთებულ განცხადებას სადაც მმართველ გუნდს პრაგმატიზმს უწონებს და პრეზიდენტს აკრიტიკებს ოპოზიციაში ეხმიანებიან.  

მედვედევის განცხადება საქართველოს ხელისუფლებას რუსული საქმის კეთებისთვის სტიმულს აძლევს  - ფიქრობენ ''ნაციონალურ მოძრაობაში''. ოპოზიციაში კრემლისა და ''ქართული ოცნების'' მიერ  გატარებულ პოლიტიკას შორის საერთო იდეოლოგიას ხედავენ, კრემლის მაღალჩინოსნის ქებასაც სწორედ ამას უკავშირებენ.

ოპოზიციის კიდევ ერთი ნაწილისთვის კი მედვედევი კომიკური პერსონაჟია, რომლის სიტყვასაც ღირებულება არ გააჩნია.

მედვედევის შეფასებას იწუნებენ ''ქართულ ოცნებაშიც''. ამბობენ, რომ მისი შეფასებები არა ხელისუფლების შექებას, არამედ არეულობის გამოწვევას ემსახურება, რასაც, უმრავლესობის აზრით, ოპოზიცია ადვილად წამოეგო.

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ პრაგმატულად ნამდვილად მოქმედებენ, თუმცა მათ ქმედებებს მედვედევის განცხადებები არ განსაზღვრავს.  

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი