ტელეწამყვანი ზურაბ ჭკუასელი გარდაიცვალა

25 აგვისტო 2023, 16:38 4257 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის, საინფორმაციო გამოშვების ყოფილი წამყვანი ზურაბ ჭკუასელი გარდაიცვალა.

ჭკუასელმა აჭარის ტელევიზიაში მუშაობა 1992 წელს დაიწყო და 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ტელევიზიის სახე იყო. მან მაყურებელს თავისი გამორჩეული და მშვიდი ინტონაციით შეაყვარა თავი.

ტელევიზიის შემდგომ, საქმიანობა ტურიზმის დეპარტამენტში გააგრძელა, 2015 წელს კი "საუკეთესო გიდი" გახდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი