საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრთან, ხოსე მანუელ ალბარესთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადამწყვეტ პერიოდში ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ასევე მადლობა გადაუხადა ესპანურ მხარეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ იქნება აღიარებული ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზით.
თავის მხრივ, ხოსე მანუელ ალბარესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ესპანეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისადმი.