კიდევ ერთი დანგრეული ისტორიული შენობა 

26 თებერვალი 2017, 00:00 4665 ნახვა

ბათუმში, ყოფილი გულის საავადმყოფოს შენობა დაანგრიეს. ობიექტის მფლობელმა “ჰესტოკ-ჯორჯიამ” 1903 წელს აგებული შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება ახლახანს მიიღო. რა აშენდება, ან აშენდება თუ არა ტერიტორიაზე სხვა ობიექტი უცნობია. კომპანიაში კომეტარს არ აკეთებენ, თუმცა სატელეფონო საუბარისას აცხადებენ, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაა და მფლობელი მის განკარგვას საკუთარი შეხედულებისამებრ გეგმავს. დემონტაჟის ნებართვა ბათუმის მერიამ გასცას. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ობიექტი კომპანიას საბაგირო გზის და სასტუმროს მშენებლობის სანაცვლოდ გადაეცა. ყოფილი გულის საავადმყოფოს ნგრევას აპროტესტებენ საზოგადოება “ბათომის” წევრები. მათი განცხადებით ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა უნდა მოწყობილიყო, რაც სავარაუდოდ აღარ მოხდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი