საქართველოს სულ ცოტა დრო რჩება იმისათვის, რომ შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ქვეყანა ოქტომბერში ელოდება შუალედურ ანგარიშს, სადაც შეფასდება ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი.
მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ ''ქართულ ოცნებას'' არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ შესრულდეს რეკომენდაციები, მათი თქმით, სახელისუფლებო გუნდი ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა და 12 მნიშვნელოვანი პუნქტის შესრულების იმედი არ აქვთ.
''ქართულ ოცნებაში'' კი აცხადებენ რომ, ევროკომისიამ თავის დროზე უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, რადგან მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარებით ქვეყანა ბევრად წინ არის. სახელისუფლებო გუნდი სტატუსის მოლოდინშია.