შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა. როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, ცხედარი აღმოჩენილია რიონის კალაპოტში. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 11 ადამიანს ეძებენ. დღეს იმ დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდები დაიწყო, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულები.თემო სალუქვაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში დეტალური ინფორმაციით..