ხულოს კლინიკაში სამშობიარო განყოფილება დროებით აღდგა

10 აგვისტო 2023, 14:56 1006 ნახვა

ხულოს საავადმყოფოში გინეკოლოგიური და სამეანო მომსახურება აღადგინეს. ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის  მინისტრმა  დაადასტურა და აღნიშნა, რომ ორსულები ყველა საჭირო მომსახურებას მიიღებენ, თუმცა სამედიცინო დაწესებულების მენეჯერი განმარტავს, რომ  გინეკოლოგი  ზუგდიდიდან  მოიწვიეს და ის დროებითი თანამშრომელია. რა ვადით არის გინეკოლოგი მოწვეული ან  ვინ შეცვლის  მას ? -კლინიკა ევექსში  კომენტარი არ გააკეთეს. საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, გაუქმებული სამშობიარო განყოფილება შუახევსა და ქედაში არ აღდგენილა. ხულოს კლინიკაში სამშობიარო განყოფილების აღდგენას   სოლიდარობის თემი და მოსახლეობა ითხოვდა. მათ რამდენჯერმე აქციაც გამართეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი დროებითი  ექიმის მოყვანით  უკმაყოფილოა და აცხადებს, სამომავლოდ  პრობლემა კვლავ მოუგვარებელი დარჩება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში