ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს უკვე რეანიმაციული სერვისის საჭიროების მქონე პაციენტების მიღება შეუძლია, პედიატრიული დეპარტამენტი კი აღნიშნულ კლინიკაში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს, დაახლოებით ორთვიანი მუშაობის შედეგებს დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გაეცნო. პედიატრიულ დეპარტამენტში 70 საწოლია მობილიზებული სადაც ბავშვთა გადაუდებელი დახმარება, ზოგადი პედიატრია, ბავშვთა ინფექციების მკურნალობა, ზოგადი და ყბა-სახის ქირურგია და სხვა თითქმის ყველა სახის სერვისია ხელმისაწვდომი