ბათუმის ნავსადგურში დაკავებულების სასამართლო

08 აგვისტო 2023, 20:26 954 ნახვა

ბათუმში რუსეთიდან შემოსული გემის წინააღდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული მარიანა ჩობანიანის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 11 აგვისტოს 11:30  გამოაცხადებს. დღეს სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლია.  ოქმის შემდგენი მხარის განმარტებაით, აქციის მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცყოფა და დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი.  ადმინისტრაციული წესით დაკავებული უკრაინის მოქალაქე განმარტავდა რომ ის უკანონოდ, ძალის გამოყენებით დააკავეს, წაართვეს უკრაინის დროშა  დაკავების დროს.  მარიანა ჩობანიანის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.  სხდომის დაწყებამდე მოსამართლემ დარბაზიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  წევრი იმ დროს გააძევა როდესაც გია აბულაძემ პოლიციელებს მიმართა და უთხრა, რომ უხერხულია 8 აგვისტოს უკრაინის მოქალაქის გასამართლება.  აქციაზე დაკავებული 20 ზე მეტი პირიდან ნაწილის , მათ შორის თორნიკე კვერენჩხილაძის, გენრი დოლიძისა და ბექა გრიგორიადისის სასამართლო ხვალ არის ჩანიშნული. ისინი ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის სამართლიანი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკაეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი