მაშველებმა, ფოთში, ზღვაში მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს

08 აგვისტო 2023, 09:59 544 ნახვა

ფოთში, ზღვაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ ორი არასრულწლოვანი ზღვაზე საცურაოდ წავიდა და გაუჩინარდა. ერთი მოზარდის ცხედარი გუშინვე იპოვეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფები.

შსს- ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში