სამწუხაროდ, შოვში სტიქიური მოვლენები განვითარდა იმდენად სწრაფად, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო - ოთარ შამუგია

06 აგვისტო 2023, 21:22 1037 ნახვა

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდე ზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც დაერთო მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომლის პროგნოზირებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

„ერთი რამ, რაც შემიძლია გითხრათ დადასტურებით, არის ის, რომ 3 აგვისტოს გუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა ქვეზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც თან დაერთო თანმდევი მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომელთა პროგნოზირებაც, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ჩვენ ვდგავართ იმ კატაკლიზმების შედეგების რისკის ქვეშ, რომლებიც დღეს გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. სამწუხაროდ, პრევენცია რიგ შემთხვევაში არის შეუძლებელი. სამწუხაროდ, შოვში სტიქიური მოვლენები განვითარდა იმდენად სწრაფად, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო“, - განაცხადა შამუგიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი