სამაშველო ოპერაცია სტიქიის ზონაში

04 აგვისტო 2023, 15:36 534 ნახვა

კოტეჯებამდე მაშველები გზის გაყვანას ცდილობენ. ტერიტორიაზე დამსვენებლების ზუსტი რაოდენობა და მათი ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია. სამაშველო ჯგუფის წევრების თქმით, შოვის თითქმის მთლიანი ტერიტორია მიწითაა დაფარული, აღნიშნავენ რომ მხოლოდ შენობების სახურავები ჩანს და ადგილზე სამუშაოების ხელით გაგრძელება, მძიმე ტექნიკის გარეშე შეუძლებელია. ადგილობრივების განცხადებით მსგავსი სტიქია აღნიშნულ ტერიტორიაზე არასდროს მომხდარა. სოფელ გლოლიდან დაახლოებით 8 კმ-ის მოშორებით ტერიტორია გადაკეტილია. სამაშველო ჯგუფებთან ერთად სამუშაოებში ჩართულები არიან სამხედროები და კინოლოგები. მძიმე ტექნიკის დახმარებით ცდილობენ მოაწყონ დროებითი ხიდი.სხვადასხვა კომპანია გამოთქვამს დახმარების სურვილს. დაზარალებულ მოქალაქეებს სთავაზობენ უფასო ტრანსპორტს. სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანიები კი მათ ვინც სამძებრო-სამაშველო პროცესში არიან ჩართულებით, ტექნიკური ინვენტარით მომარაგებას სთავაზობენ

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი