საკრუიზო ლაინერმა "Astoria Grande"-მ, შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო. მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო, თუმცა რეისების შესახებ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ბათუმი აღარ იძებნება.
დღეს, გამთენიისას "Astoria Grande"-მ ტურისტები საქართველოში კიდევ ერთხელ შემოიყვანა, რასაც მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ.
ბათუმის ნავსადგურში საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები ამ წუთებშიც ბათუმის პორტში რჩებიან. ისინი აცხადებენ რომ დაშლას მანამდე არ აპირებენ, სანამ ლაინერი პორტს არ დატოვებს.