შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, კამპანია "ემეგობრე პოლიციის” ფარგლებში, ანაკლიაში, ახალგაზრდულ ბანაკში შეხვედრებს განაგრძობენ.
სტუმრებმა ბანაკში მყოფ მოზარდებს მართლწესრიგთან და სამოქალაქო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ყურადღება გამახვილდა დანაშაულის პრევენციისთვის სამართალდამცველებთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც.