ქობულეთში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. 81 მოსწავლიდან 18-ს ოქროს, ხოლო 74-ს ვერცხლის მედლები გადაეცათ.
ყველაზე მეტი ოქროსმედალოსანი წელს ქობულეთში, მეორე საჯარო სკოლას ჰყავს.
მოსწავლეებს მერიის ინიციატივით, ასევე ფულადი ვაუჩერები და სიგელები გადაეცათ, რისთვისაც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, 30-ათასი ლარი დაიხარჯა. დაჯილდოვების ღონისძიება კონცერტით დასრულდა. სტუმრებისთვის სხვადასხვა ბენდმა დაუკრა.
ქობულეთის მერია წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში 100% გრანტით ირიცხებიან 2 ათას ლარს გადასცემს, რაც შეეხება უცხოეთში მყოფ სტუდენტებს, მათთვის 3 ათასი ლარია გათვალისწინებული.