ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იწყება

26 ივლისი 2023, 12:04 761 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში დღეს გაემგზავრება.

წელს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს. ცერემონიის შემდეგ პრემიერი დელეგაციასთან ერთად პეკინში ჩავა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პეკინსა და ჩენგტუში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში