რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი

26 ივლისი 2023, 10:37 687 ნახვა

საოკუპაციო ძალებმა ღამით ხერსონზე მიიტანეს იერიში. ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის ალექსანდრე პროკუდინის განცხადებით, ოკუპანტებმა რეგიონის ტერიტორია 55-ჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, რუსულმა ძალებმა დრონების გამოყენებით, საწარმოო ობიექტები დაბომბეს. აფეთქებების ხმა ისმოდა სუმის ოლქში. ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ 17 დასახლებულ პუნქტს შეუტია.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგე აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებით, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება. 

ასევე განმარტავენ, რომ მოწინააღმდეგის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 9 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი