ძმის მკვლელობაში ბრალდებულის წინასასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე კოტე ჭილაიამ პროკურატურის მტკიცებულებები კანონიერად ცნო, ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარის მოთხოვნა, ძირითადი სასამართლო პროცესის ნაფიც მსაჯულთა განხილვის შესახებ კი დააკმაყოფილა.
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 14 აგვისტოს, 14 საათზე გაიმართება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა გააპროტესტა მის მიმართ წაყენებული ბრალდება და განაცხადა, რომ განზრახ მკვლელობის მუხლით მისი გასამართლება არასწორია, რადგან მას ძმა წინასწარ განზრახვით არ მოუკლავს.
პროკურორის თქმით, კი საქმეში არსებობს ყველა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მკვლელობა წინასწარ განზრახვით მოხდა.