განათლების მინისტრის შეხვედრა პედაგოგებთან

20 ივლისი 2023, 12:02 922 ნახვა

საქართველოს განათლების მინისტრი ბათუმში იმყოფება. გიორგი ამილახვარი დღეს აჭარაში მოქმედი საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა. მასწავლებლებს მინისტრი ზოგადი განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე ესაუბრა და მოისმინა მათი მოსაზრებები სკოლებში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.

გიორგი ამილახვარმა ასევე ყურადღება გაამახვილა პროფესიული განვითარების  სქემაზე. მინისტრის თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს პედაგოგთა პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწაზე და როგორც ამბობს, ამ პროცესში მაქსიმალურად იქნებიან ჩართული თავად პედაგოგებიც.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობის საკითხებს.

მინისტრი ფიქრობს, რომ პედაგოგებთან შეხვედრა სამინისტროს ზოგადი განათლების სისტემის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი