დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის შემეცნებითი სალექციო კურსის - „მე, საქართველოს მომავალი“ დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ერთთვიან კურსში, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხების საბაზისო ცოდნის გაზიარებას მოიცავდა, ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და დავით სუჯაშვილი დაესწრნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს