უნივერსიტეტის პროფესორების წარმატება

23 თებერვალი 2017, 00:00 3890 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხმა პროფესორმა, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვა. ფონდმა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების პროფესორების: მამია ფაღავას, მალხაზ ჩოხარაძის, შოთა მამულაძისა და მაია ვანიძის სამეცნიერო პროექტები დააფინანსა. ბსუ-ს ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვლევები „ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე“ მუშაობას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით თაფლისა და ღვინის ქიმიური შემადგენლობის შესწავლას, და „ტაო“სა და „მარადიდი“ პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. პროექტის  ბიუჯეტი 233 ათასი ლარია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი