თურქეთში კრიმინალური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად "ჩრდილი" დააკავეს. სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფმა დაადგინა ეჭვმიტანილის საცხოვრებელი ადგილი, საიდანაც იგი სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.
დადგინდა, რომ ჩიხლაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზაციის წევრებს რუსეთსა და აზერბაიჯანში და დაჯავშნული ავტომობილებით გადაადგილდებოდა თურქეთში შეიარაღებული ჯგუფის თანხლებით.
ჩიხლაძეს მოსკოვში ჩადენილი მკვლელობებისა და სხვა დანაშაულისთვის ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებდა. ჩიხლაძე, რომელიც მანამდე თურქეთში ორჯერ იყო დაკავებული და დეპორტირებული, სასამართლოს შენობაში გადაიყვანეს და პოლიციაში პროცედურების შემდეგ დააკავეს.