აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ლეგენდარული მოცეკვავის, ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი მოცეკვავის, საქართველოს სახალხო არტისტის ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო. დიდია ომარ მხეიძის წვლილი ქართული ფოლკლორის, ქორეოგრაფიის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. თანადგომას ვუცხადებ ბატონი ომარ მხეიძის ოჯახს, კოლეგებს, საზოგადოებას”,- აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.
საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავე ომარ მხეიძე 88 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.