ყირიმის ხიდზე აფეთქებას რუსეთი ტერორისტულ აქტად აფასებს

17 ივლისი 2023, 14:19 602 ნახვა

ყირიმის ხიდზე განხორციელებულ თავდასხმაზე რუსეთში სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღიძრა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამომძიებლები ადგენენ ტერაქტის ორგანიზებაში მონაწილე პირებს უკრაინის სპეცსამსახურებიდან და შეიარაღებული ფორმირებებიდან.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ინციდენტის ადგილას ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.

ყირიმის ხიდზე თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ასევე დაზიანებულია ხიდის ერთ-ერთი მონაკვეთი. რუსეთის ხელისუფლება ხიდზე თავდასხმაში უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებს.

უკრაინული მედიის თანახმად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი