სკანდალი სააკაშვილის გარშემო 

16 ივლისი 2023, 15:05 634 ნახვა

სკანდალი სააკაშვილის გარშემო - რა მოტივი ამოძრავებდა პოლონელ ექიმს, რომელსაც, იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, კლინიკიდან ფარულად გამოჰქონდა ექსპრეზიდენტის ბიოლოგიური ნიმუში? - ოფიციალური განმარტებები პოლონელი ექიმების ჯგუფისგან ჯერ არ გაკეთებულა.

სააკაშვილის ოჯახის მოწვევით, საქართველოში ჩამოსული სპეციალისტების მისიამ, კითხვები უკვე გააჩინა. 

ოპოზიციისთვის პოლონელი მედიკოსის ქმედებაში უჩვეულო არაფერია, მმართველი გუნდი კი ფაქტის მიღმა დანაშაულებრივ ნიშნებს ხედავს. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ქმედების ნორმალურობისა და კეთილსინდისიერების ასახსნელად არანაირი მიზეზი არ არსებობს.

როგორც მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, მისთვის სკანდალის შინაარსი გაუგებარია და არ იცის, რის გატანას ცდილობდა უცხოელი ექიმი კლინიკიდან.

ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა "ვივამედიდან" მის მალულად გატანას, ფეხსაცმლის მეშვეობით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში