პრემიერმა ლენტეხში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

15 ივლისი 2023, 15:04 531 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა ლენტეხში თამარ მეფის განახლებული ქუჩა დაათვალიერა. ქუჩის რეაბილიტაცია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის, "განახლებული რეგიონების" ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში განახლდა შენობების გარე ფასადები, შეიცვალა კარ-ფანჯრები, ჩატარდა ქუჩების, სკვერების გამწვანებისა და მოპირკეთება-მოწყობის სამუშაოები.

მთავრობის მეთაურმა ლენტეხში მჟავე წყლის განახლებული ტერიტორიაც დაათვალიერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი