მრჩეველთა საბჭოს სხდომა

14 ივლისი 2023, 15:08 804 ნახვა

გაასაჩივრებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების ნაწილი, პარლამენტის გადაწვეტილებას მრჩეველთა საბჭოს გაუქმების შესახებ პრეზიდენტზეა დამოკიდებული. თუ სალომე ზურაბიშვილი მაუწყებლის კანონში შესულ ცვლილებას ხელს მოაწერს, გიგა ჩხარტიშვილი და გია ქარცივაძე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. 

მრჩეველთა საბჭოს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს იყოს პოლიტიკური გადაწვეტილება, რომელიც 2024 წლის არჩევნებს უკავშირდება. გიგო ჩხარტიშვილის თქმით, ეს ცვლილება არ არის ტელევიზიის განვითარებისკენ მიმართული.

მრჩეველთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჩხარტიშვილის ეს განცხადება არ გაიზიარა საბჭოს სამმა წევრმა: თამილა დოლიძემ, სოსო სტურუამ და თამარ წილოსანმა.

თამილა დოლიძე ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი ხმაურიანი სხდომა ჩატარდა, მრჩეველთა საბჭო იყო თავმჯდომარის მხრიდან ზეწოლის ქვეშ, ამიტომაც ის სრულად ემიჯნება გიგა ჩხარტიშვილის განცხადებებს პოლიტიკურ კონტექსტთან დაკავშირებით. წილოსანის თქმითაც, გიგო ჩხარტიშვილის განცხადებები პოლიტიკურია და საბჭო პოლიტიკის მიღმა უნდა იყოს. 

შეგახსენებთ, პარლამენტმა მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო უქმდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში კი აჭარის კვოტით 1-ის ნაცვლად 3 წევრი იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი