ძალაში შევიდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და სომხეთს შორის მიმოსვლა ბიომეტრიული პირადობის მოწმობით არის შესაძლებელი

13 ივლისი 2023, 18:48 766 ნახვა

„საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება ძალაში შევიდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიერ ერევანში 2023 წლის 12 იანვარს მოეწერა ხელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისათვის ურთიერთმიმოსვლის კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობების შემოღებას.

„შეთანხმების თანახმად, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ, იმოგზაურონ საქართველოდან სომხეთში და პირიქით, ბიომეტრიული პირადობის მოწმობით, საერთაშორისო მიმოვლისათვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ანაცვლებს 1993 წლის 19 მაისს ხელმოწერილ შეთანხმებას „საქართველოს რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა მათ ტერიტორიაზე უვიზო მოძრაობის შესახებ“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი