ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი რამდენჯერმე გაჟღერდა

11 ივლისი 2023, 10:15 476 ნახვა

მოლდოვაში 15 და 17-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ათლეტების შეჯიბრი წარმატებით მიმდინარეობს.

15-წლამდელებში მიხეილ ახალაძემ სამი ჯილდო დაიმსახურა. ჩემპიონატის დასკვნით დღეს 17-წლამდელთა 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა საბა ადამიამ, რომელმაც ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ექვსივე ცდა უნაკლოდ გამოიყენა და ორჭიდის ჯამშიც 320 კილოგრამით სხვებისთვის მიუწვდომელი გახდა. საბამ ატაცში 143 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა. 

ევროპის  პირველობაზე კიშინიოვის სპორტის სასახლეში საქართველოს ეროვნული ჰიმნი არაერთხელ აჟღერდა.

გუშინ საღამოსვე 17-წლამდელთა შორის +102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ვეკუამ სამი ოქროს მედალი მოიპოვა, გივი დარსაველიძე კი ორ ვერცხლს დაეუფლა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

საქართველოს დელეგაციის ყულაბაში 34 მედალია - 13 ოქროსი, 12 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოსი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი