ინგლისური ენის გამოცდაზე 95%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა, დაიგვიანა სამმა აბიტურიენტმა - გამოცდების ეროვნული ცენტრი

10 ივლისი 2023, 10:15 782 ნახვა

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება.

დღეს აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ. ამჟამად მიმდინარეობს პირველი სესია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე 95%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა. დაიგვიანა 3-მა აბიტურიენტმა.

მათივე ცნობით, მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს სთხოვს, არ დაიგვიანონ და ბარათზე მითითებულ დროს გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი