პრაიდფესტის ჩაშლისას პოლიციამ ორი პირი დააკავა

09 ივლისი 2023, 18:05 715 ნახვა

თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებული ფესტივალის ჩაშლისას ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე არიან დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ფესტივალი, რომელიც 8 ივლისს ლისზე, დახურულ ტერიტორიაზე უნდა ჩატარებული, ჩაიშალა. ამის მიზეზი "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა ჯგუფის ორგანიზებული პროტესტი გახდა, ისინი ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე “პრაიდ ფესტივალისთვის” გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს.

„პრაიდ ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეთა ევაკუაცია სამარშრუტო ტაქტებით განხორციელდა. ორგანიზატორების ცნობით, სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი