16 წლის ლუკას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმე

08 ივლისი 2023, 12:05 836 ნახვა

16 წლის ლუკა აბულაძის საქმეზე გუშინ დაკავებულ 3 პირს სავარაუდოდ დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო ერთ პირთან დაკავშირებით. 2 დაკავებულს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

შეგახსენებთ, რომ 4 ივლისს ზღვაში გაუჩინარებული მოზარდი სამაშველო სამსახურმა 4 დღიანი ოპერაციის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან 2 კილომეტრში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 4 მოზარდი ეგრეთწოდებული ბანანით გაიყვანეს და დამცავი ჟილეტების გარეშე ზღვაში გადაყარეს, საიდანაც უკან გამოსვლა 16 წლის მოზარდმა ვეღარ შეძლო.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში