საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უკრაინას ეთამაშება

07 ივლისი 2023, 20:17 555 ნახვა

საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფის პირველ შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ ატარებს, შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. მთავარი მწვრთნელი, კოტე ტუღუშის განცხადებით, გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მაქსიმალურად დაიხარჯება და პროგრამა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლა იქნება. საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები თამაშებს შემდეგი განრიგით გამართავს: როგორც გითხარით დღეს 20:30 საათზე საქართველოსა და უკრაინის დაპირისპირება უკვე დაიწყო. 8 ივლისს კოსოვოსა და საქართველოს დაპირისპირებას ვიხილავთ, რომელიც 15:30 საათზე დაიწყება. 11 ივლისი – საქართველო შვედეთს შეხვდება 20:30 საათზე, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ჩვენს ნაკრებს 12 ივლისს აზერბაიჯანის წინააღმდეგ აქვს ჩასატარებელი. აღნიშნული შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში