თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა 

07 ივლისი 2023, 14:56 602 ნახვა

თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე თხევადი აირის ავზი აფეთქდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ხელოსანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. 

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში