საქართველოს პრეზიდენტი პლეიადით – ფრანკოფონიისა და კულტურებს შორის დიალოგის ორდენით დაჯილდოვდა. ნიუ-იორკში 1976 წელს დაწესებული ჯილდო, რომელიც ფრანკოფონიის მიმართულებით ერთადერთ საერთაშორისო ჯილდოს წარმოადგენს.
სალომე ზურაბიშვილს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანსის დრუენმა გადასცა ფრანკოფონიის იდეალების მსახურებაში გამორჩეული ღვაწლისათვის.