მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან და უკრაინიდან ელჩის გამოგზავნასთან დაკავშირებით მესამე დღეა შეფასებები კეთდება პარლამენტში.
უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, სააკაშვილმა ბოლომდე აგოს პასუხი და მოიხადოს სასჯელი.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ეს საკითხი საგარეო ურთიერთობაზე უარყოფითად მოქმედებს და ხელისუფლებამ მიხელ სააკაშვილის პატიმრობით უკრაინასთან ურთიერთობა არ უნდა გაიფუჭოს.