თელ-ავივის პოლიციის უფროსის გადადგომას პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად თელ ავივის გზატკეცილი გადაკეტეს.
ამი ეშედმა განაცხადა, რომ მთავრობის წევრებს სურდათ გადაჭარბებული ძალის გამოყენება ანტისამთავრობო დემონსტრანტების წინააღმდეგ. მისი განცხადებიდან მალე ქუჩებში ათასობით მომიტინგე გამოვიდა. მათ ხელში ისრაელის დროშები ეჭირათ და საპროტესტო მსვლელობისას სკანდირებდნენ სიტყვა – „დემოკრატიას“. მომიტინგეები დაანთეს ცეცხლი და პოლიციას დაუპირისპირდნენ.
ისრაელის მედიის თანახმად, თელ-ავივში საპროტესტო აქციაზე 20 ათასი ადამიანი გამოვიდა.