დღეს ბათუმში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიმართება

05 ივლისი 2023, 18:16 844 ნახვა

კოსტიუმირებული მსვლელობა, მუსიკალური მარშით და დროშებით - ბათუმი მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩისთვის ემზადება. უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი დღეს ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე კი ბულვარის კოლონადებთან მოწყობილ სცენაზე კონცერტი ჩატარდება. მასში სხვადასხვა მუსიკალური ბენდი და ანსამბლი მონაწილეობს. კონცერტის პარალელურად გათამაშდება ნახევარფინალური მატჩის ბილეთები. ასევე  ბულვარიდან სტადიონამდე  მოეწყო საზეიმო მსვლელობა.   

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში