სამეურვეო საბჭოში აჭარის წარმომადგენლობა ერთიდან სამამდე გაიზარდა, შესაბამისად, აჭარის ინტერესები საზოგადოებრივ მაუწყებელში სათანადოდ იქნება დაცული და გამოხატული - კობახიძე

04 ივლისი 2023, 16:54 815 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში აჭარის წარმომადგენლობა ერთიდან სამამდე გაიზარდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, აჭარის მაუწყებელის მრჩეველთა საბჭოს სამეურვეო საბჭოც ვერ დაარქვეს, იმდენად არასწორად იყო სტრუქტურა ინსტიტუციურად ჩამოყალიბებული.

„რეალურად, ინსტიტუციური კუთხით არასწორად იყო მოწესრიგებული ურთიერთობები. ეს რეალურად საბჭოც არ იყო. მოგეხსენებათ, არის ე.წ. ბორდი საზოგადოებრივ მაუწყებელში, ეს არის სამეურვეო საბჭო, რაც შეეხება აჭარას, სამეურვეო საბჭოც კი ვერ დაარქვეს, იმდენად არასწორად იყო ჩამოყალიბებული ინსტიტუციურად სტრუქტურა, დაარქვეს მრჩეველთა საბჭო. საბოლოო ჯამში, ყველაფერი სათანადოდ მოწესრიგდა. ჩვენ კონსულტაციები გავიარეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც უფრო მეტად იყვნენ ჩახედული ამ საკითხში და საბოლოო ჯამში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა მრჩეველთა საბჭო, სამაგიეროდ გაიზარდა ერთიან სამეურვეო საბჭოში აჭარის წარმომადგენლობა ერთიდან სამამდე. შესაბამისად, აჭარის ინტერესები საზოგადოებრივ მაუწყებელში იქნება სათანადოდ დაცული და გამოხატული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი