ნაციონალური მოძრაობის ბრიფინგი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებაზე

03 ივლისი 2023, 18:14 792 ნახვა

მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებას კრიტიკულად აფასებენ უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, მრჩეველთა საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება ტელევიზიის ინსტიტუციური დასუსტების, არხის გაუქმებისა და  საზოგადოებრივი მაუწყებლის რეგიონულ ბიუროდ გადაქცევის მცდელობაა, რაც წლების წინ დაიწყო. მათი თქმით, ცვლილებები მედიაგარემოს აუარესებს, რაც თავის მხრივ ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებას  შეაფერხებს. ისინი პრეზიდენტს მიმართავენ ვეტო დაადოს კანონს, უმაღლესი საბჭოს წევრებს კი მოუწოდებენ დააფიქსირონ პოზიცია და კანონპროექტის განხილვის შეწყვეტას დაუჭირონ მხარი, რაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაცაა.  უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაში დღეს კომენტარი არ გაკეთებულა.      

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი