ზელენსკი ოდესაში ჩავიდა

02 ივლისი 2023, 17:19 572 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი საზღვაო ძალების დღესთან დაკავშირებით ოდესაში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეთაურებისგან შავ ზღვის ოპერატიული ვითარების და თავდაცვითი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთში ბევრს ეგონა, რომ შავი ზღვა მათი ძალების აკვატორიაა, უკრაინის მეომრების გამბედაობამ და ოსტატობამ კი გაანადგურა და ზღვაში ჩაახრჩო მტრის იმედები. გენერლებმა პრეზიდენტთან ერთად საზღვაო თვითმფრინავებისა და სარაკეტო პროგრამების განვითარების შუალედური შედეგები განიხილეს.

გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაშავებული მებრძოლები სამედიცინო დაწესებულებაშიც მოინახულა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი