ცვლილებები ჯანდაცვის შესახებ კანონში 

29 ივნისი 2023, 11:50 682 ნახვა
00:00
00:00

პარლამენტში "ჯანდაცვის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უნდა უყარონ.

საუბარია რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდაზე - შედეგად, სააგენტო შეძლებს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესამოწმებლად ნებისმიერ დროს შევიდეს, გამოიყენოს საჯარიმო ქვითარი და შეუჩეროს საქმიანობის უფლება.

ამავე პროექტით, იზრდება სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი საჯარიმო სანქციებიც. უმრავლესობისგან განსხვავებით, ოპოზიციის ნაწილი ცვლილებას არ ემხრობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი