ბრალდებული დეკანოზის ახალი ადვოკატის ინფორმაციით გამოძიება გიორგი მამალაძეს არა პატრიარქის ან რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის არამედ პატრიარქის მდივან რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის ორგანიზებას ედავება. მისივე ცნობით ბრალდებული გიორგი მამალაძე ჩვენების მიცემას პატრიარქის პოზიციის გაგებამდე არ აპირებს. უფლებადამცველი ბრალდებულის დაკავების პეროცესში გამოვლენილ დარღვევებზეც საუბრობს. ამასთან მიხეილ რამიშვილი არ აპირებს გაუთქმელობის პირობა დადოს.