ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობის საკითხი - "აჭარის პროექტების მართვის კომპანიის განცხადება

28 ივნისი 2023, 14:39 443 ნახვა

"კონკრეტული პარტია ახდენს სიცრუის ტირაჟირებას'' - ასე ეხმაურება პროექტების მართვის კომპანია გაკეთებულ განცხადებას წერილობით.  

უწყების ინფორმაციით,  ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  შენობაში უნივერსალური, 300 ტრიბუნაზე გათვლილი საშეჯიბრო დარბაზი მოეწყო. 3 სართულიანი შენობა, კომუნიკაციების სისტემებით, სასტუმრო ნომრებით უკვე დასრულდა, ლიფტის მონტაჟი და ეზოს კეთილმოწყობა დასრულდება, რის შემდეგაც სპორტსმენები შეძლებენ ვარჯიშებს - ნათქვამია აჭარის პროექტების მართვის კომპანიის განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში